“ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა”

კახა კალაძე

თბილისის მერი

მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა.

საქართველომ ამ გამარჯვებაში მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების ღვაწლი ძალიან დიდია.