“მთავარ ნარკორეალიზატორებს სამართალდამცავ უწყებათა მაღალჩინოსნები მფარველობენ”

აუდიტორია 115 გუშინ გვიან ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარკორეალიზატორებს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

” გასულ ღამით, სპეცრაზმის მიერ რამდენიმე კლუბში “სპეცოპერაციის” ჩატარება ემსახურებოდა არა ბრძოლას ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ, არამედ ეს იყო ძალის დემონსტრირება, რომლის მიზანიც ჩვენი თანამოქალაქეების დაშინებაა.

თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ მთავარ ნარკორეალიზატორებს ამ ქვეყანაში სწორედ სამართალდამცავ უწყებათა მაღალჩინოსნები მფარველობენ. სწორედ, ისინი მდიდრდებიან ადამიანების სიკვდილისა და გაუბედურების ხარჯზე.

აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს პოლიციური რეჟიმისაგან ნაცემ, დაშინებულ თუ უკანონოდ დაჭერილ თითოეულ ადამიანს” – ნათქვამია განცხადებაში.