ურეკში ავარიას ახალაგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. სატვირთო ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი, მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფება.