“მოსაყდრე არ არის ილია II -ის უფლისწული…ეს ელემენტარული “კატეხიზმოა”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-პატრიარქობა არის არჩევითი თანამდებობა და არა მემკვიდრეობითი. მოსაყდრე არ არის ილია II -ის უფლისწული, რომ წინასწარვე მოვიაზროთ აპრიორი კათალიკოს-პატრიარქად. ეს ელემენტარული “კატეხიზმოა”.

აბსოლუტური უვიცობისა და არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა, როცა მოსაყდრეს აქედანვე მწყემსმთავრად თვლიან. გამოდის, რომ რადგან ამჟამინდელი პატრიარქის რჩეულია, მეორე კანდიდატის არსებობაც ალბათ მავანთათვის “ურჩობა და ამორალურობაა” .

სამწუხაროა, რომ ზოგიერთებს საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ.

იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების IV თავი:

“§3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. §10. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

§11. წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.

§12. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები”.

ამრიგად, ეკლესიის ცხოვრება რეგულირდება კანონიკური სამართლისა და წმიდა წერილის პრინციპებით და არა “ბრძენ პატრიარქთა” იმპერატიული გადაწყვეტილებებით.

P.S. მამა ეფრემ ვატოპედელის ჩამოყვანაც მოსაყდრის ლეგიტიმაციისა და დივიდენდებისათვის დასჭირდა საპატრიარქოს, მაგრამ კვალიფიციური და საკითხში გარკვეული ადამიანები ამით მაინც ვერ მონუსხეს..

უსმინეთ…