ურეკში ავარიის დროს კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

ურეკში ავარიის დროს დაშავებული პირი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში ოთხი ადამიანი მიიყვანეს.
ერთი დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმული დაზიანებები. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. ორ დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.

შსს-მ მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა შემდეგ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ურეკში დღეს მოხდა.