კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

25 მაისს, 18:00 საათზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის გადაღების მსურველმა მედია საშუალებებმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დამსწრე პირთა სია უნდა მიაწოდონ არაუგვიანეს 25 მაისის 13:00 საათისა.

მედია საშუალებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ზონაში უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 17:30 საათისა.