“თუ ეს მარაზმი გაგრძელდება, მზად უნდა ვიყოთ კონტრზომებისათვის…”

სოსო მანჯავიძე

პოლიტიკოსი

-კუპრავა რომ ფსიქიურად ავადაა, ნათელია.
აქცია ისტერიულ და ირაციონალურ ვაკხანალიად გადაიქცა.
ისტერია მიზანმიმართულად ღვივდება ორი ტელევიზიის მიერ.
ნაციონალური მოძრაობა რევანშს გეგმავს.
“ქართული ოცნების” გაურკვეველმა ქცევამ ნაცების გვერდით, საკუთარი აქტივის გარდა, უამრავი აღშფოთებული ადამიანი დააყენა.
ზაზა სარალიძე ამ აღშფოთების ასაფეთქებელ ნაპერწკლად იქცა და მისი მოთხოვნები გასდა ყოველგვარ რეალიზმს.
და კიდევ.
თუ ეს მარაზმი გაგრძელდება და ამ ტრაგედიის გამოყენებას ნაცები და მათი მოკავშირეები ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენებენ, მზად უნდა ვიყოთ კონტრზომებისათვის.
იმისთვის არ გვიბრძოლია,რომ ამ კაციჭამიებს ახალი სისხლის გუბეები დავაყენებინოთ.
რაც შეეხება ხელისუფლებას,ძნელია მხატვრული ხერხის მოძებნა თქვენს შესამკობად ამ მარაზმისათვის,რაშიც გახვიეთ ქვეყანა.