„ასეთ საქართველოზე არ გვიოცნებია 2012-ში! ეს არაა ჩვენი ,,საოცნებო” მთავრობა!“

ია ქვლივიძე

“ქართული ოცნების” 2012 წლის აქტივისტი

ბატონო ბიძინააა, ეს არაა ჩვენი ,,საოცნებო” მთავრობა! სრული ქაოსია ქვეყანაში შექმნილი, დასკვნების გაკეთება არ გაგიჭირდებათ! შვილმკვდარი მამა 6 თვის მანძილზე იხვეწება მთავრობიდან ვინმეს მოესმინა მისთვის, ყურად არავინ იღო! სამართალი ვერ იპოვა ადამიანმა! …ახლა დგანან და ,,ღლიცინებენ” თურმე ნაცები შენიშნეს აქციაზე… რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ვინ დაუდგება გვერთში სასოწარკვეთილ კაცს!!! (არ გაბედოთ მისი ლანძღვა) შერჩევითმა სამართალმა სადამდე მიგვიყვანა ხედავათ ხომ?!

შიგნიდან,,ქოცებმა” გარედან ,,ნაცებმა “საკმაოდ ჭკვიანურად შემოაბრუნეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ! მთავრობა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე! აი ეს მოგვიტანა კოჰაბიტაციამ! პარტია გაიწმინდა მიზანმიმართულდ 2012-ისგან, შემთვევითი ხალხი წამოგვასვეს თავზე! ნეპოტიზმი ჰყვავის ქვეყანაში! ესაა ,,ნაც-ქოცური” სამართალი! დროულად გადაახალისეთ მთავრობა! ჩვენ, თვენ გამოგყევით ბრძოლაში და არა იმ ხალხს დღეს ვინც ჩვენს ბედს წყევტენ! სწორედ ამ ჩინოვნიკებმა თვენი რეიტინგი ნულამდე დაიყვანეს! იფიქრეთ ამ ტალღის ,,გადაგორებაზე”…საით მივდივართ?! ასეთ საქართველოზე არ გვიოცნებია 2012-ში?!