“ხელისუფლებავ, ქვეყანა ნაცების მიერ დაგებულ ხაფანგში არ გააბათ…”

“მემარცხენე ალიანსი” არასამთავრობოების მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის წინააღმდეგია.პარტია განცხადებას ავრცელებს:

-ჩვენთვის გაუგებარია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა რატომ უნდა შეარჩიოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამომრჩეველმა ხმა მისცა კონკრეტულ პარტიას, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. წარუმატებელი საპროკურორო საქმიანობის შემთხვევაში ხალხმა პასუხი ვის მოვთხოვოთ პოლიციის ლეიტენანტ ეკა გიგაურს (ქ-ბ. გიგაური ისეთი მაგარია პასუხს აქეთ მოგთხოვს). პოლიტიკური გაერთიანება “მემარცხენე ალიანსი” მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ნაცების შექმნილ არასამთავრობოებს არ გადასცეთ პოლიტიკური მართვის სადავეები და ქვეყანა ნაცების მიერ დაგებულ ხაფანგში არ გააბათ.