ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების კონცერტი

„ფაბრიკაში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდის The Salamanca Band & Bugles of The Rifles-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
 
ქართველმა და ბრიტანელმა მუსიკოსებმა დასავლეთ-ევროპული და ამერიკული საესტრადო კომპოზიციები შეასრულეს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი საქართველოში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმყოფება.
 
ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრისა და „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“-ის ერთობლივი კონცერტი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა.
კონცერტი მიზნად ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს.