ისევ იწვიმებს – ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 – 14 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ძირითადად მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შავი ზღვის კურორტებზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

⛈️ 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. 13 – 14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

🌡️ ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება.

🌧️ ქ. თბილისში  12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 12 ივნისს ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 – 14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.