„მემარცხენე ალიანსმა“ ქ. ქუთაისის მაჟირიტარობის კანდიდატი წარადგინა

პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსი” აგრძელებს საქართველოს მოსახლეობასთან წინასაარჩევნოდ შეხვედრებს. პარტიის ლიდერები დღეს ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ და გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ქ. ქუთაისის #47-ე მაჟირიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ნიჭიერი იურისტი, ადვოკატთა კოლეგიის წევრი, თამაზ მახარეიშვილი წარადგინეს.

კახა ძაგანიამ აღნიშნა, რომ თამაზ მახარეიშვილი არ იქნება სხვა მაჟორიტარი დეპუტატებივით კარჩაკეტილი, ის ხალხის წიაღში აღიზარდა და ეხლაც ხალხის წიაღში ტრიალებ და ხალხის სატკივარი სტკივა. მისი არჩევის შემთხვევაში ქ. ქუთაისი და ზოგადად საქართველოს პარლამენტი მიიღებს ხალხისათვის მზრუნველ დეპუტატს.

სოსო შატბერაშვილმა განახადა, რომ თამაზ მახარეიშვილი არის ჭკვიანი იურისტი, ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მას არ გაუჭირდება კანონშემოქმედებითი (საკანონმდებლო) მუშაობა მომავალ პარლამენტში. მან ასევე მოუწოდა ქუთაისლებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას.

დამსწრე საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქუთაისში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ცუდად არის საქმე ბავშვებისათვის სათამაშო მოედნების მოწყობის კუთხით. ერთერთმა მოქალაქემ კი დასვა უმწვავესი საკითხი – ეს არის ქუთაისის ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა, რაზედაც სოსო შატბერაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ „მემარცხენე ალიანსი“ 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის დღიდან, მუდმივად აყენებდა საკითხს ახალი ხელისუფლების წინაშე, ქუთაისის სატრაქტორო და საავტომობილო ქარხნების აღდგენის შესახებ, რაც გადაწყვეტდა არა მარტო ქუთაისში, არამედ ზოგადად იმერეთის რეგიონში დასაქმების პრობლემას.

„წელს ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთერთი უდიდესი საავტომობილო კონცერნი საქართველოში საავტომობილო ქარხნის აშენებას აპირებს. „მემარცხენე ალიანსი“ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს სააავტომობილო ქარხანა აშენდეს ქალაქ ქუთაისში“ – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

შეხვედრაზე მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში ისინი აუცილებლად „მემარცხენე ალიანსს“ და მათ კანდიდატს, თამაზ მახარეიშვილს დაუჭერენ მხარს.

 

კომენტარის დატოვება