„ხელისუფლება ჭკუიდან შეიშალა, გამოფხიზლდით!“ – ბედუკაძე პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

პარტია „ცენტრისტების“ ლიდერი ლადო ბედუკაძე ცესკოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს:

– „ხელისუფლება ჭკუიდან შეიშალა, 9 პარტიის საარჩევნო მარათონიდან მოხსნის გადაწყვეტილებაა მიღებული, მათ შორის იმ პარტიების ვისთანაც ჩვენ ვგეგმავდით თანამშრომლობას! ეს უკვე დიქტატურაა, გამოფხიზლდით!“

პარტია კი სპეციალურ განცხადებას აკეთებს პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობას სთავაზობს.

-„ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან ” და მათ სატელიტებთან ერთად არა კანონიერად ცდილობს არ დაუშვას ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა,რადგან იციან, რომ ეს არჩევნები მათთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება.
მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც გაბედავს ჩვენთან ერთად ხელისუფლებისთვის ბრძოლას თანამშრომლობისაკენ-ნათქვამია “ცენტრისტების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სპიკერის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გავლის მიზნით, ვალერი კვარაცხელიამ 16 მაისს მიმართა და რეგისტრაცია გაიარა როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებამ- „ნეიტრალური საქართველო“.
ანა მიქელაძე აცხადებს, რომ თუ საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. მისი თქმით, ცხრავე პარტია ცესკოში საარჩევნოდ რეგისტრაციაშია გატარებული.

  საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივანმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ  ვალერი კვარაცხელიას პარტია სოციალესტებს, ბედუკაძის პარტიის მსგავსად ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს და შესაბამის გრაფაში ჩანაწერი არ არსებობს.

საჯარო რეესტრში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გეკეთებულა.

კომენტარის დატოვება