„ევროპული საქართველო არის ივანიშვილის სატელიტი პარტია და ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ის არ ენდობა იმ კომისიას, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოსაძიებლად შეიქმნა. როგორც პოლიტიკოსმა “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, “ევროპული საქართველოს ოცნების სატელიტია”

„ევროპული საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტია. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ევროპული საქართველოა ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა. ყველა ის იდეოლოგი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის უბედურებების სათავე იყო, -დღეს ევროპულ საქართველოშია, ბოკერიას მეთაურობით. დღეს ბოკერიამ უნდა აღადგინოს სამართლიანობა? საერთოდ, როგორ ითმენს ამას მოსახლეობა?“ – თქვა ბურჯანაძემ.