მკითხველის კითხვებს პასუხობს „მედელიტის“ ენდოკრინოლოგი ნანო ბართია

რუბრიკა

ექიმი გვირჩევს!

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები და პასუხებს მიიღებთ გამოცდილი ექიმებისგან სწორედ GmTV-ზე ჩვენ ვიწყებთ – დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას!

მკითხველის კითხვებს პასუხობს ნანო ბართია, საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტის“ ენდოკრინოლოგი.

კითხვა: ძალიან მჭირდება კომპეტენტური რჩევა, L თიროქსინს ვიღებ 50 მგ–ს, ბოლო TSH მქონდა დაახლოებით 3 ერთეული და ენდოკრინოლოგმა ასე მირჩია მიღება. იმის მერე 3 თვე გავიდა და ექიმთან არ მივსულვარ. ახლა აღმენიშნება გადაჭარბებული სითხის მიღება და დაბალი ტემპერატურა.

პასუხი: გადაჭარბებული სითხის მიღება არ არის დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიასთან, ხოლო დაბალი ტემპერატურა, რაც შეიძლება ფ/ჯ–ის ფუნქციის დაქვეითების შედეგი იყოს, თქვენს შემთხვევაში გამორიცხულია, რადგან TSH მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ვფიქრობ, გამოიკვლიოთ ნახშირწყლოვანი ცვლა, თუმცა მარტო გადაჭარბებული სითხის მიღებაც არ არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის მაჩვენებელი.

კითხვა: გამარჯობათ, მაინტერესებს თავისუფალ ტესტოსტერონზე ანალიზი უზმოზე კეთდება და მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ მერამდენე დღეს უნდა გავიკეთო ეს ანალიზი?

პასუხი: ეს ანალიზი სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. ტესტოსტერონის დონე დილით უფრო მაღალია, ვიდრე საღამოს, ამიტომ ჩვეულებრივ დილით უნდა აიღოს სისხლი ვენიდან. და შემდგომ შრატში ისაზღვრება ტესტოსტერონი საერთო ან თავისუფალი. 

კითხვა: ვარ 18 წლის, ბავშვობაში ფილტვების ანთების გამო ვიწექი საავადმყოფოში და დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამიღიზიანა ნაღვლის ბუშტი და კუჭ–ნაწლავი. ნაღვლის სამკურნალოდ ვსვამდი ოდესტონს და იმ პერიოდში მიშველა, თუმცა პერიოდულად მაინც საკვების მიღების დროს თითქოს ყელში ბურთივით რაღაც მაქვს გაჩხერილი, შეიძლება თუ არა რომ ეს იყოს ჩიყვის არსებობის სიმპტომი? მაწუხებს აგრეთვე თმის ცვენა. თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ყელში მოჭერის შეგრძნება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორც კუჭ–ნაწლავის, ასევე ლარინგოლოგიური, ნევროლოგიური პრობლემით. არ გამოვრიცხავ, რასაკვირველია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიასაც, მითუმეტეს თუ ამ სიმპტომს ემატება თმის ცვენაც. ამიტომ, აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

საუნივერსიტეტო კლინიკა “მედელიტი“

სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044