ბეჰემოტის ძეგლი და მოხალისეების სახელობის ჯილდო – მერიის ინიციატივა

თბილისის მერიის ორგანიზებით, მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა. დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტიქიის შედეგებზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით , თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და  მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება.

​ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.