“არ არის აუცილებელი ყოველთვის პარტიის თავმჯდომარე იყოს მთავრობის მეთაური”

პრეზიდენტის განცხადებას – „ახალ პრემიერმინისტრად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაასახელოს გუნდმა, რადგან ასე შეიქმნება ქვეყანაში პასუხისმგებლიანი პოლიტიკა“, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი დავით საგანელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მთავრობის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა “რა თქმა უნდა, დასაშვები და შესაძლებელია”.

“არანაირი აკრძალვა და შეზღუდვა არ არსებობს, რომ ადამიანი მეორედ იყოს არჩეული პრემიერმინისტრად. თუმცა მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა არ დასახელდება. ის დღეს სერიოზულ ფუნქციებს ასრულებს, მას შემდეგ რაც მიიღო გადაწყვეტილება და პარტიის თავმჯდომარედ მოვიდა, მას აქვს უკვე დიდი როლი და ფუნქციები. ამიტომ არ არის აუცილებელი ყოველთვის პარტიის თავმჯდომარე იყოს მთავრობის მეთაური” – განაცხადა დავით საგანელიძემ.