“ეს მხოლოდ ბატონი ბიძინას გადასაწყვეტია”

17:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდოამზე პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს რომ ის მიესალმება პრემიერის პოსტზე პარტიის თავმჰდომარეს;

“ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ მოდიოდა პარტიის თავმჯდომარედ და ის არ იქნებოდა არც პრემიერი და არც პრეზიდენტი. თუ ამის მერე რამე შეიცვალა, მე მხოლოდ მივესალმებოდი თუ ბატონი ბიძინა განიხილავს თავის კანდიდატურას ამ პოსტზე. თუმცა ეს მხოლოდ ბატონი ბიძინას გადასაწყვეტია”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.