“სამინისტროები მცირდება, მინისტრთა ნაწილი ახალ კაბინეტში აღარ იქნება…” (ვიდეო)

უკვე ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე იმდენივე მინისტრობის კანდიდატით წარსდგება, რამდენიც ახლა, მოქმედ კაბინეტშია – 13 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯჯებოდეს, ვიდრე ახლა უჯდება. სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის კანდიდატი რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს.

“ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა შემცირდება, ხოლო სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაცია მათი შემცირების კუთხით სრულად შეეხება ბიუროკრატიულ აპარატს მთელი ქვეყნის მასშტაბით.”- თქვა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ის გამოდის ინიციატივით, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს პროცესურების გავლა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/263789574357119/