“კონკრეტული კანდიდატები ჩემთვის ნაკლებადაა საინტერესო, მთავარია ეფექტიანი სტრუქტურა…”

უკვე ცნობილია რომ სამინისტროების რიცხვი მცირდება, სულ მალე კი მინისტრთა ახალი კაბინეტი დაკომპლექტება.

ამ თემაზე რამდენიმე კითხვით ანალიტიკოს ამირან სალუქვაძეს დავუკავშირდით.

ბატონო ამირან, მამუკა ბახტაძემ უკვე განაცხადა რომ გეგმავს სამინისტროების გაერთიანებას, თუმცა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანებაზე თქვენ კარგა ხნის წინ დაწერეთ. რა იყო ეს წინასწარმეტყველება თუ აწორი ანალიზი?

-ახალი კონსტიტუციით დაგეგმილია გენერალური პროკურატურის ცალკე გამოყოფა და დაბრუნრბა სასამართლო ხელისუფლების შტოში. ესაა კარგი ცვლილება, რაც უკვე განხორციელებულია. რაც შეეხება სასჯელაღსრულებას, შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე იუსტიციაში გაერთიანება.

კვირიკაშვილი თუ გეგმავდა სამინისტროების გაერთიანებას და საერთოდ მთავრობის შემცირებას? თუ ეს ახალი პრემიერის პროექტად ჩაითვლება?

-გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროსაც შემცირდა და ახალი პრემიერიც გააგრძელებს.

როგორც მოქალაქე, როგორ ფიქრობთ  მთლიანად უნდა შეიცვალოს მინისტრთა კაბინეტი თუ არიან ისეთებიც, რომელთა გუნდში დარჩენა არ გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებას?

-მთავრობაში არიან წარმატებული მინისტრები. კონკრეტული კანდიდატები ჩემთვის ნაკლებადაა საინტერესო. მთავარია ეფექტიანი სტრუქტურა იქნას შემუშავებული. მაგალითად, შესაძლებელია ლტოლვილთა და შერიგების სამინისტროების გაერთიანება, რადგან ერთი თემაა, და ა.შ.