პირველი ინიციატივა, რომელსაც გაპრემიერების შემდეგ სისრულეში მოიყვანს…

36 000 გადამხდელს დავალიანება ჩამოეწერება

პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას შეეხება.

„ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას რომ სრულად ჩამოვაწეროთ დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლამდე პერიოდში. ეს შეეხება 36 000 გადამხდელს, მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და სურვილი რომ განაგრძონ სრულფასოვანი მოღვაწეობა“, – განაცხადა ბახტაძემ.