ქართველი კანონიერი ქურდი უკრაინაში მორიგ სკანდალში ეხვევა

kompromat1.net ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოდესაში, ტროიცკის ქუჩაზე ბიზნესმენზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი გაზეთი „დუმსკაია“ წერს, რომ ბიზნესმენს ანდრეი ბაბენკოს და მის ფირმას უთვალთვალებდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ გააქტიურდა, როცა ბაბენკო დანაღმულ ავტომობილთან ახლოს იმყოფებოდა.

https://kompromat1.net/articles/91884-pokushenie_na_direktora_ohrannoj_firmy_v_odesse_proizoshlo_posle_konflikta_s_vorom_v_zakone_mindiej_goradze

მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენს კონფლიქტი ჰქონდა როგორც კონკურენტებთან, ასევე კანონიერ ქურდთან მინდია გორაძესთან, იგივე „ბათუმსკისთან“.  

წყაროს ინფორმაციით ფირმის თანამშრომლებმა გასულ წელს დაჭრეს გორაძის ძმიშვილი და ამის გამო კონფლიქტი მათ შორის საკმაოდ მწვავე იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, გორაძე რამდენიმეჯერ იყო ექსტრადირებული საქართველოში, თუმცა მაინც ახერხებდა უკრაინაში დაბრუნებას. გავრცელებული ინფორმაციით, „ბათუმსკი“ აჭარაში აკონტროლებს ვითარებას და მას ამაში ძალობანი მაღალჩინოსნებიც ეხმარებიან.

წყარო იმასაც ამბობს, რომ ბაბენკოს საქმესთან მინდია გორაძეს არაფერი კავშირი არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, წყარო იმასაც ამბობს, რომ ეს საქმეც გორაძის ავტორიტეტის შელახვას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორაძეს კრიმინალურმა სამყარომ ქურდის ტიტული ჩამოართვა, რაც როგორც გაირკვა მორიგი დეზინფორმაცია იყო.

იხ.

https://www.gmtv.ge/42451-2/