ამირან გამყრელიძე – ვინც აიცრა „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით, ყველა რეკომენდაციით, მეორე დოზისას სასურველია გამოყენებული იქნას ასევე „ასტრაზენეკა“

ვინც აიცრა „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით, ყველა რეკომენდაციით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, თვითონ „ასტრაზენეკას“ მწარმოებლის რეკომენდაციით, სასურველია მეორე დოზისას გამოყენებული იქნას ასევე, „ასტრაზენეკა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვის საკითხი კიდევ ერთხელ იქნება განხილული.

„ვინც აიცრა „ასტრაზენეკის“ პირველი დოზით, ყველა რეკომენდაციით მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, თვითონ „ასტრაზენეკას“ მწარმოებლის რეკომენდაციით, სასურველია გამოყენებული იქნეს ასევე, „ასტრაზენეკა“. რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვებს – ასაკობრივი შეზღუდვა არ დაუწესებია არც ევროპის წამლის სააგენტოს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს დააწესა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. უფრო მეტმა ქვეყანამ ეს ასაკობრივი ზღვარი სხვადასხვა გააკეთა ან საერთოდ არ დააწესა, ამიტომ ეს საკითხი საქართველოში კიდევ ერთხელ იქნება განხილული. „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრები დაიწყება დაახლოებით 15 მაისიდან, მანამდე კიდევ იმუნიზაციის საბჭოს რამდენიმე სხდომა იქნება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.