საქართველოს მთავრობამ კრემლის პროექტის სკოლას მიწა და შენობა გადასცა?!.

განათლება რომ აუცილებელია გვესმის, ისიც-რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო, ჩვენ კარგად გვესმის, ისიც გვესმის, რომ საქართველოში მცხოვრები რუსი მოქალაქეები შვილებს რუსულ სკოლებში ასწავლიან, მაგრამ ვერაფრით ვიგებთ და ისეთი სკოლის არსებობას და მითუმეტეს ხელშეწყობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს! ეს უბრალოდ მიუღებელია!

 

გამოცემა „გრუზია ონლაინ“ წერს, რომ საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის გზით რუსულ სკოლას „ინტელექტ +“-ს გადასცა 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 375 მოსწავლეს უნდა მოემსახუროს და ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტში 2 მილიონ 800 ათასი ლარი გადაიხადოს არსებული შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსული საზოგადოებრივი პალატის წევრის, კრემლის პოლიტიკის გამტარებლის გოჩა ზახოსოვის მეუღლე ლაურა ზასოხოვა.

-ჩვენი მიზანია რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსული სკოლების გაფართოვება საქართველოში“-განაცხადა გოჩა ზასოხოვმა რუსულ მედიაში.

ის, რომ რუსული ენისა და სკოლების გაფართოება და პოპულარიზაცია კრემლის პროექტი და მიზანია, ამას ლავროვიც ადასტურებს.

-ჩვენ ვიწყებთ პროექტის „რუსული სკოლა საზღვრებს გარეთ“ განხორციელებას. ჩვენ მოვიპალარაკეთ იმ მეზობელ ქვეყნებთან, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ“-ეს ლავროვმა ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა.

სკოლა „ინტელექტი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსკოვში დაბეჭდილი გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ფოტო, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ფოტოს ავტორი წერდა, რომ სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეები ამ წიგნით სწავლობენო.

ვრცლად

http://www.apsny.ge/2018/pol/1530674564.php