იორდანიის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში და აფხაზეთი ჰონკონგში

5 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რეზიდენტი იორდანიის დელეგაციას შეხვდა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს „აფხაზეთი და იორდანია საერთო ეკონომიური პროექტებით არიან დაინტერესებულნი“ .

იორდანიის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი არიან ბიზნესმენები და არ ინტერესდებიან პოლიტიკით. იორდანიის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მუჰამედ რასლანამ კი ხაჯინბას ჰკითხა თუ რა ურთიერთობაა დღეს “აფხაზეთსა და საქართველოს შორის და არის თუ არა რაიმე ნიშანი ურთიერთობის“

-მე აქ ვიყავი 7 წლის წინაც და მაინტერესებს, რა შეიცვალა ამ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ურთიერთობაში“-იკითხა ექს-დეპუტატმა, რაზეც ხაჯინბამ უპასუხა, რომ „აფხაზეთსა და საქართველოს შორის დღეს პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ არის“.

-საქართველოსთან ურთიერთობა რთული და დაძაბულია, ასე იყო ომამდეც“-განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

ამავე დროს, ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ბანკი ჰონკონგში იმყოფებოდა, სადაც 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ნუმიზმატიკის გამოფენა ჩატარდა.