საქართველოში კორონავირუსი კიდევ 544 ადამიანს დაუდასტურდა, 469 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 544 ადამიანს დაუდასტურდა, 469 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 244 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 255 385, გარდაიცვალა 3 311 პაციენტი.