“ყველანაირი რევოლუციური სცენარი არის არაადეკვატური არსებულ შედეგებთან”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

-არჩევნები ჩატარდა, სხვაობა 19,5%. ამრიგად:

1. ყველანაირი რევოლუციური სცენარი არის არაადეკვატური არსებულ შედეგებთან. პატივი უნდა ვცეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

2. ვისურვებდი, თუ დასავლურ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, წაგებულმა კანდიდატმა აღიაროს შედეგები და მიულოცოს მოგებულს. პრინციპში, ცოტა ადრეც შეიძლებოდა, რუსთავი2-ის ეგზითფოლების შემდეგ, სადაც 10%-იანი უპირატესობა დაფიქსირდა. აღიარება და მილოცვა იქნებ(ოდ)ა მაღალი სტანდარტების მაჩვენებელი. ასე ხდება სხვა ქვეყნებში.

3. სამწუხაროა პროვინციალიზმის აღლუმი, აგრესიის და ზიზღის ენის გაგრძელება, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამ განწყობებზე მე-2 პუნქტიც ახდენს გავლენას.

4. წაგებულმაც და მოგებულმაც, კარგად უნდა გაანალიზონ ხალხის განწყობები.

5. ამ დღეებში შემოგთავაზებთ არჩევნების ოდნავ უფრო ვრცელ შეფასებებს, მოსაზრებებს, რეკომენდაციებს. შესაძლოა, რამდენიმე ნაწილად, რადგან ერთ თემას, ალბათ, ცალკე გამოვყოფ.

მოკლედ, გილოცავთ არჩევნების მშვიდად ჩატარებას და ვულოცავ წინასწარ შედეგებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! იმ დაძაბულ ფონზე, რაც თან ახლდა ამ პროცესს, ნამდვილად მოსალოცია.