„როგორ მიყვარხართ, ქართველებო!“ – თითქოს შემოაღებს კარს და ჩვეული სიყვარულით მოგვიკითხავს…

ჩვენი ეთო-ასე იცნობდა მას საზოგადოება და ახლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ მის დაბადების დღეს მხოლოდ სიმღერა და სურათი იქნება.  არ გვეგულება ადამიანი, რომელიც ეთერ კაკულიას არ იცნობდეს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით-ვულოცავთ დაბადების დღეს იქ, ზეციერ საქართველოში და ვიცით, რომ ისევ თავის თბილისს და საყვარელ პუბლიკას უმღერის.

მისი სიტყვები-როგორ მიყვარხართ, ქართველეობო!“-დღესაც ჩაგვესმის და დღესაც ისე საუბრობენ  მასზე მისი მეგობრები და ახლობლები, თითქოს აი ახლა შემოაღებს კარს  ეთო და ჩვეული სიყვარულით მოიკითხავს.

ჩვენ პატივს მივაგებთ დიდი გულის მქონე, ნამდვილი თბილისელი ქალბატონის ხსოვნას და გვინდა, რომ ეთერ კაკულიას მომავალი თაობებიც იცნობდნენ!

უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი.