“ორბელიანის სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები “

საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ავლაბრის რეზიდენციაზე უფრო ორბელიანების სასახლეა მისაღები.

„როგორც იცით, ჩემი ოჯახი ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, წინაპრები. ამიტომ, ორბელიანის სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები და მე მგონი, რომ თუ შევხედავთ ამ სასახლეს, აქაც თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ეს მასშტაბური სხვა რაღაცეებს მაგონებს ეს მასშტაბური შენობა, სხვა სისტემას,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასე რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრებას არ აპირებს.