ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ” დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ

„ქართულმა ოცნებამ” დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ, – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი პარტიის პოზიცია.

„3 თვეა ვლაპარაკობთ, ვინ შევა, ვინ გამოვა, აბა, ხალხს ვკითხოთ, სინამდვილეში ვის რა ადარდებს. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და მემორანდუმს უნდა შემოუერთდეს დანარჩენი ოპოზიცია. ცოტა მეტი პასუხისმგებლობითა და მეტი გამბედაობით ყველა თავის ამომრჩეველს დაელაპარაკოს. ამომრჩევლებს ის ადარდებთ, ვინ შემოვა და ვინ არა? უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავი შეიკავა.