თეკლას “სიკეთის დღე” თანატოლის დასახმარებლად – ძალა ერთობაშია! (ვიდეო)

რამდენიმე ხნის წინ გადაცემაში „ჩვენი ამბები“ სტუმრად გვყავდა თბილისელი 10 წლის გოგონა თეკლა სესიტაშვილი, რომლის ოცნება იყო დაეარსებინა სიკეთი დღე. ჩვენ რა თქმა უნდა პატარა გოგოსთვის უჩვეულო იდეა ძალიან მოგვეწონა და აი სწორედ 14 ივლისს მის ოცნებას ფრთბი შევასხით.

სიმბოლურია, რომ 10 წლისაა თეკლა და 10 წლისაა მარიამ ჩოფურიშვილიც, რომლის ოცნებების ასახდენად დღეს ბევრი ადამიანი გაერთიანდა.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო 205-ს საბავშვო ბაღის ჯფუფი „ფუტკრები“, რადგან ამ პატარებს თავიანთი მშობლები და პედაგოგები არამხოლოდ ასწავლიან სიკეთის კეთებას, არამედ მაგალითს აძლევენ.

მადლობა ის სიტყვაა, რომელიც ხშირად უნდა უთხრა ადამიანებს, რადგან მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ბილეთი შეიძინა და მარიამის ოცნებების ასრულებაში ერთი აგური დადო.

მადლობა ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს, რომელიც კულტურის ცენტრ „იმედში“ იმყოფებოდა და ეს წუთები ისტორიას შემოუნახა.

https://www.facebook.com/euronews.ge/videos/1825136231127996/

საღამოს რეჟისორი მინდია ქიტიაშვილი გახლდათ, წამყვანი კი მარისალი, რომლებიც მართალია ძალიან დიღალნენ, მაგრამ ჩანაფიქრი, აგვეხდინა ობოლი გოგოს სურვილები – შესრულდა. საღამო კი “ჩვენი ამბების” ჟურნალისტმა ნატა ბეწონაიძემ გახსნა.

აი როგორი იქნება მარიამის რეაქცია, ამაზე უკვე შემდეგ სიუჟეტში მოგიყვებით.

კონცერტის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოება მონაწილეებთან საუბრობდა, ზოგს მათი მიწვევა უნდოდათ სკოლებში, ზოგი კოორდინატებს ართმევდა და ბოლოს ისევ ქართული სიმღერის შესრულება სთხოვეს. ბიჭებმას მაყურებელს სურვილი აუსრულეს და ქართული სიმღერა შეასრულეს, რომელმაც არც კულტურის ცენტრის დირექტორი დოდო ჩაჩავა დატოვა გულგრილი და ისიც კი ამღერდა.