მინდელის მაღაროში დღეს ექსპერტები დაიწყებენ მუშაობას

მინდელის სახელობის მაღაროში, სადაც მორიგი ტრაგედია მოხდა და 4 ადამიანი დაიღუპა, დღეს დილიდან  ექსპერტები შევლენ, რათა ადგილზე გამოარკვიონ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

იყო თუ არა სრულყოფილად დაცული უსაფრთხოების ზომები მიწის ქვეშ, სადაც ადამიანები სიცოცხლისთვის ძალიან სარისკო სამუშაოებს ასრულებენ, ამის გარკვევაში გერმანელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

პარალელურად დღესვე მინდელის შახტთან მეშახტეებიც შეიკრიბებიან.

ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებთან ერთად არიან დაშავებულებიც.