მიხეილ სააკაშვილი – უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს, სახელმწიფოს გადამგდების რეპუტაცია აქვთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინას უცხოელ ინვესტორებში „გადამგდების“ რეპუტაცია აქვს.

მისივე თქმით, ინვესტიციის გზით ქვეყანაში შესული ფული უკრაინელებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს.

„უცხოური ინვესტიცია უკრაინის მთლიან შიდა პროდუქტში 2%-ზე ნაკლებია, საიდანაც ნამდვილი უცხოური ინვესტიცია 0.2%-ზე ნაკლებია. ინვესტიციის გზით ქვეყანაში შესული ფული უკრაინელებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს, ეს კი არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ „გადამგდები“ არავის უყვარს. უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს, სახელმწიფოს გადამგდების რეპუტაცია აქვთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.