მიხეილ სარჯველაძე – ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2012 წლამდე უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით და სანქციები არ გვინახავს, ახლა რაიმე სანქციებზე საუბარი გამორიცხულია

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით 2012 წლამდე და ასეთი სანქციები არ გვინახავს, ახლა მითუმეტეს, რაიმე სანქციებზე საუბარი გამორიცხულია,- ასე გამოეხმაურა  ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  საქართველოს ან მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ  ევროკავშირის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებს.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ამის საფუძველი არც ერთ შემთხვევაში არ არსებობს.

„ასეთი მოლოდინისთვის, რომ საქართველოს მიმართ რაიმე სანქცია გავრცელდეს, არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამწუხაროდ, უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით 2012 წლამდე და ასეთი სანქციები არ გვინახავს. ახლა მითუმეტეს, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ათჯერ უკეთესი მდგომარეობაა ყველაზე კრიტიკული შეფასებითაც კი, ასეთ პირობებში, გამორიცხულია საუბარი რაიმე სანქციებზე, ამის წინაპირობა უბრალოდ, არ არსებობს,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.