„რუსეთი ჩვენს უგუნურ მოთმინებას სცდის, სოლიდარობა მაია ოთინაშვილს!“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გულიკო ზუმბაძე

-“სოლიდარობას ვუცხადებ ცხინვალში დაკავებულ სამი მცირე წლოვანი შვილის დედას მაია ოთინაშვილსა და მის ოჯახს!იმედი მქონდა, რომ ქალბატონს მალე გაანთავისუფლებდნენ. როგორც ჩანს, რუსეთი ჩვენს უგუნურ მოთმინებას სცდის.

ვფიქრობ, რომ არასაკმარისია და ამასთან ძალიან სუსტი ის მოქმედებები, რომელსაც საქართველოს მხარე ახორციელებს, როგორც კონფლიქტის ზონაში, ისე საერთაშორისო მიმართულებით.
მხოლოდ განცხადებებით ვეღარ შემოვიფარგლებით.

საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიზიაროს ოთინაშვილების ოჯახის ტკივილი და უფრო მტკიცედ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ძალადობისა ოკუპაციის წინააღმდეგ!