მორიგი აჟიოტაჟი რიჟავაძის გარშემო – მეჯვარე აპარატის უფროსად…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აპარატის უფროსად, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.

„ეს არანაირად არ შექმნის უხერხულობას, რადგან საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია ნათესაურ პირთა წრე. აღმავალი და დაღმავალი ნათესავები. ინტერესთა და კორუფციის შესახებ კანონშიც მკვეთრად არის განსაზღვრული პირთა წრე, რომელიც არ შეიძლება იყოს დასაქმებული იმ უწყებაში, რომელსაც ახლო ნათესავი მართავს. მთავრობის თავმჯდომარემ იხელმძღვანელა საკანონმდებლო მოცემულობით“, – ციტირებს „ბათუმელები“ ჩიქოვანის კომენტარს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს აპარატის გარდა, კიდევ ერთი ნათესავინ უმაღლეს საბჭოში ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მისი ქვისლია.

წყარო: reginfo.ge