საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც  კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანაფის მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა. კობახიძის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სექტემბერში პარლამენტში ორი სასესიო კვირა გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის პირადი პოზიცია ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაციაა.