“ეკლესია აჭარბებს თავის პრეროგატივას, სირცხვილია და ცოტა უხერხულიც!”

გიორგი ტიგინაშვილი

-კონფესიური სახელმწიფო წყობილება, კლერიკალიზმი, პაპოცეზარიზმი, ეპანაგოგა და თეოკრატია – სამწუხაროდ, ეს ის რეაქციული პოლიტიკაა, როდესაც ეკლესია აჭარბებს თავის პრეროგატივას. როგორც ვხედავთ ამ მოდელის დანერგვას ცდილობს დღევანდელი, აწ უკვე დისკრედიტირებული და რენომე დაქვეითებული საპატრიარქოს ადმინისტრაცია. ხოლო მოსაყდრის თანაშემწის აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტი (რომელიც მათი მცნებებითა და დირექტივებით არ ხელმძღვანელობს) სულაც უნდა გაუქმდეს. არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ცოტა არ იყოს და გროტესკული არაადექვატურობა და ტრაგიკომედიაა ასეთი ტიპის უპასუხისმგებლო განაცხადი, რომელიც თან იმპერატიულ ტონს ატარებს.

შესაძლოა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება და რუსეთის უბრალო გუბერნიად გადაქცევაც სურს, მაგრამ გავკადნიერდები და შევახსენებ, რომ იოანეს სახარებაში, სადაც სწერია – “მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემ ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე”(იოანე 10,14) – აქ ზოოლოგიური ცხვრები არ იგულისხმება და არც კომბალით მომართული მწყემსი.

P.S. სირცხვილია და ცოტა უხერხულიც!