“”ქართულო ოცნებავ” და ივანიშვილო, რა ნამუსით რჩებით ქვეყნის მმართველობაში?!.”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-“ქართულო ოცნებავ”, თავმჯდომარე ივანიშვილო, – არა გრცხვენიათ”! ხალხის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე დაკვირვებით, მათთან კონტაქტით, რასაც პროფესიონალური სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, – საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილი ქართველი ხალხის უმრავლესობას მიაჩნია, რომ:

1. საქართველო “განვითარების” არასწორ გზაზე დგას;

2. ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას აზრი არა აქვს;

3. არც ერთი მოქმედი პოლიტიკური პარტია სანდო არ არის;

4. სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლიანობის ხარისხი უმდაბლესია;

5. მასმედია არაობიექტურია და ემსახურება კერძო პოლიტიკურ ინტერესებს;

6. არასამთავრობო სექტორი ფინანსდება უცხოეთიდან და დამფინანსებლების ნებას გამოხატავს, რაც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქართველი ერის საციცოცხლო ინტერესებს;

7. ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა, ვერ ასრულებენ არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს;

8. გაიზარდა ქვეყნიდან ქართველების ემიგრირების პროცესი და ამის ფონზე, იზრდება უცხოელ მიგრანტთა შემოდინება საქართველოში;

9. საქართველო ნარკოტიკული ტერორის სუბიექტი გახდა, რაზეც მეტყველებს ნარკომანების რიცხვის კატასტროფული ზრდა ქართველ ახალგაზრდებს შორის;

10. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა პრიორიტეტული აღარაა და არ წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ინტერესს;

11. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება;

12. ამგვარი უიმედობა და აპათია, რაც დღეს არის გაბატონებული ქვეყანაში, გასული საუკუნის 90- იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული არავის ახსოვს;

13. განათლების მხრივ საქართველოს მომავალი საფრთხეშია, რადგან ყოველმა მეოთხე აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი;

14. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ იმატა თავდასხმებმა, რაც ძირს უთხრის ერის ზნეობრივ საფუძვლებს;

P.S. ამ არასრული ჩამონათვალის და რაც გამომრჩა იმის გათვალისწინებით, – “ქართულო ოცნებავ” და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, რა სინდის-ნამუსით რჩებით ქვეყნის მმართველობაში?!

არა გრცხვენიათ, წადით !!!