თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე თუ ბიძგი სახრჩობელამდე?

დავით ცხვარაძე

სამტრედიის   რაიონის   სოფელ   დაფნარში  22  წლის  დემურ   სტურუამ  სიცოცხლე  თვითმკვლელობით 7  აგვისტოს   დაასრულა.  გარდაცვლილი  სტურუა   საკუთარ  ეზოში   ხეზე   ჩამომხრჩვალი  იპოვეს.

თვითმკვლელობის  მოტივი  მან თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე   წერილში  დაწერა:

14081418_304885209874366_1321703600_n

პოლიციელი  გოდერძი   მემუქრებოდა   ვინმეს   პლანი  ხო   არ  აქო დათესილიო,  უნდა   მითხრაო. თორემ  რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა  და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იაბეტისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა  გოდერძი  თევზაძემილიციელი.  მილიციასთან  უნდა ითანამშრომლოო,   ვის  აქვს  და  ვის  არაო    პლანი დათესილიო   ან  კულაშშიო  ან  დაფნარშიო  და  საჯავახოშიო.  ეს   მოხდა   07.08.2016  აგვისტოს,  კარგად   გემშვიდობებით    ყველას.  დედა  დარჩი  მარტო,  მაგრამ  რა  ვქნა” – ნათქვამია წერილში,  რომელიც მედიას  გარდაცვლილის  დედამ  მოგვაწოდა.

ახლა ოჯახი სტურუას  გარდაცვალების ექსპერტიზის  პასუხს  ელოდება, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა  ეს  ამდროისთვის  უცნობია!

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი შვილის ექსპერტიზა შესაძლოა გააყალბონ თუ კი ეს პოლიციელი წინასწარ არ დაკავდება, იგი თავისუფალია! ჩემს შვილს დემურიკოს კი მატლები ასევია,ჩემი ვაჟკაცის მკვლელი კი ლუკმას არხეინად ყლაპავს,რა აძინებს? თევზაძეს? მოვითხოვ თუ არ იქნება ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელი, მთელი სამტრედის პოლიციის გადადგომას, ხოხვით რომ  დამჭირდეს პრეზიდენტამდე მაინც ჩავალ, ისიც მამა და გამიგებს. არ მოვისვენებ, სანამ  ჩემი შვილის მკვლელს არ დააკავებენ, სოფელში უნახავთ, რომ გოდერძი სოფელში პოლიციის მანქანით გადაადგილდება, რომ არა ტელევიზიები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლა ალბათ ჩვენც  მოკლულები ვიქნებოდით,ვიმედოვნებ, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშლება  დღესაც,  ექსპერტიზის  პასუხის  გამო ჩამოვედით  სამტრედიიდან,   მაგრამ  გამომძიებლებმა მითხრეს, რომ დრო სჭირდებათ სიღრმისეულად გამოსაძიებლად“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.

14101591_304885226541031_277941056_n

სტურუას დედა საკუთარი   შვილის   თვითმკვლელობაში, სწორედ   პოლიციელ  თევზაძეს  ადანაშაულებს. მან მტკიცებულებად ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო  პროგრამაში, ინგა  გრიგოლიასთან  მობილური   აპარატით მისი შვილის   სხეულზე  გადაღებული  ფოტოც  აჩვენა,  დედა   პირდაპირ  ეთერში   გარდაცვლილის  არამარტო  მუქარისა  და  სიტყვიერი  დაპირისპირების  შესახებ,  არამედ ფიზიკური  დაპირისპირების  შესახებაც საუბრობდა, როგორც  თავად აცხადებდა, მას აქვს   საფუძვლიანი ეჭვი,  რომ  თევზაძემ  მის  შვილზე ფიზიკურად  იძალადა.

14102041_304885196541034_1801928682_n

შეგახსენებთ:  სამტრედიის რაიონის სოფელ  დაფნარის  მოსახლეობამ სტურუას  გარდაცვალების შემდეგ  დუმილი  დაარღვია,  მოქალაქემ საკუთარი არგუმენტები ტელე – ეთერით გაავრცელა:

„ სოფელში არა სტურუას, არამედ ყველა ახალგფაზრდას გვემუქრებოდნენ, რამდენჯერ მიცდია ამ ფაქტის გაჟრერება მაგრამ ეს ხომ სოფელია?ვისთასნ მივსულიყავით? ჩვენი სატკივარი ვისთვის გვეთქვა? ისევ პოლიციაში რომელის მმართველ შეფ, გენერალი თავად გოდერძი თევზაძე იყო? სწორედ ამიტომ  მოხდა ასეთუი  საზარელი შემთხვევა,ახლა არ გავჩერდებით, მთელი ქყეყანა ჩვენს გვერდით დგას დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ რომ დემურ სტურუა მოკლა სახელმწიფომ“ – განაცხადა  ახალგაზრდამ.

სტურუას გარდაცვალებას მთელი საქართველო გამოეხმაურა,ძალადობა დაგმეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა,  დღეს სოციალურ ქსელში  ემიგრანტების მიერ გავრცელებული წერილი „სტურუა ჩემი შვილია“  გამოჩნდა.

„ სტურუა ჩემი შვილია, დღეს დემურიკო, ხვალ შესაძლოა ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ მის მაგივრად,  მოხდეს ობიექტური გამოძიება.მომხდარს ჩვენც ვადევნებთ თვალს და შიშის ზარი გვეცემა, რას აკეთებს სახელმწიფო?“ -ნათქვამია ემიგრანტების მიერ გავრცელებულ  წერილში.

14088952_304885213207699_1743703609_n

სოფელ  დაფნარში საუბრობენ, რომ  ამ ყველაფრის შემდეგ  პოლიციელი საკუთარ  რაიონში  საპატრულო  პოლიციის  ავტომობილითაც შენიშნეს, გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ  მანდატშეჩერებული პოლიციელი  გოდერძი თევზაძე, პოლიციის ქონებით  გადაადგილდებოდა, უარყოფენ შინაგან  საქმეთა სამინისტროში.

პოლიციელი გოდერძი თევზაძე გახმაურებული ფაქტის  შემდეგ  მედიასთნ არ  გამოჩენილა. იგი  თავისუფალია, საზარელი შემთხვევით დაღუპული დემურ სტურუას ოჯახი, მეგობრები და ნათესავები, სახელმწიფოს გამოძიების დასრულებამდე პოლიციელის დაკავებას სთხოვენ, მათი თქმით, თუ თევზაძე გამოძიების დასრულებამდე თავისუფალი იქნება,  გამოძიება არასრულად ჩატარდება და არსებობს ეჭვები გაყალბდეს ექსპერტიზაც.

ცნობისთვის: საინფორმაციო სააგენტო geomediatv.ge მ  საქმეში ოჯახის მიერ ბრალდებულ  გოდერძი თევზაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, პოლიციელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება