“ვირთხული სიხარულის ნაპერწკალი…ბევრი გვაქვს საერთო ვირთხებთან…”

F-news

სოსო მანჯავიძე

კორპუსი,ნუცუბიძის მეორე პლატოზე,რომელშიც ვცხოვრობ მთის პირასაა,მთასა და კორპუსს შორის ეზოა,რომელზეც აივანი გამოდის.
აივნიდან მტრედებს და ბეღურებს საკენკს ვუყრი ხოლმე..
იგივეს აკეთებს ჩემს ძემოთ მცხოვრები მეზობელი.
ეს ამბავი შეამჩნიეს კორპუსის ქვეშ და კოლექტორებში მცხოვრებმა ვირთხებმა.და ისე გაფაციცდნენ,რომ მტრედებს და ბეღურებს ასწრებენ საკვებზე.
თანაც ადგილზე არ ჭამენ. ჯერ მტრედს შეუტევენ,,გააგდებენ,მოზრდილ პურის ნატეხებს პირში ჩაიტენიან, ერთსაც კბილებით დაიჭერენ და გააქანებენ კოლექტორების “ოფშორში”.
კი ვეცადე საკვები ისე დამეყარა,რომ ჩიტებს მეტი რგებოდათ,მაგრამ ამაოდ,
ცოტა ხანში ვირთხები საოცრად გაიზარდნენ,გასუქდნენ და ისე გათავხედნენ,რომ რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კატას დაესხა თავს.
არც ერთი ვირთხა ,ცხადია,მაღლა არ ამოიხედავს და არ დაინტერესდება,საიდან მოდის საკვები და არის თუ არა ის განკუთვნილი.მისთვის.
ვერც იმას მიხვდება,რომ ასეთი ქცევა მოკლე ხანში ციდან საკვების ცვენის შეწყვეტას და დერატიზაციას გამოიწვევს..
მადლიერებაზე ხომ არაა საუბარი.
მხოლოდ ვირთხული სიხარულის ნაპერწკალი მუქთად მოპოვებული საკვების გამო.
საოცრად ბევრი გვაქვს საერთო ჩვენს უმცროს ძმებთან,ვირთხებთან.