გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

-“ჩემო მეგობრებო,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე!!მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს,თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!!”