იცნობდეთ! გოჩა ნონაშვილი – ქართველი სამხედრო, რომელმაც 4 ადამიანი გადაარჩინა

სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ ახალგაზრდის ფოტო, რომელმაც იგოეთთან მომხდარი ავარიის დროს 4 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

-გუშინ გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა,რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 12 ბატალიონში კაპრალ-სპეციალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა,მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე,მისი მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედ პერსონალს,სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
აი,ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!
ქვეყანა უნდა იცნობდეს მის გამორჩეულ მამულისშვილებს!!!