“წმინდა მარიამი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი!“

თბილისის მერი მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაესწრო.

-გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. წმინდა მარიამი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი!“-მიულოცა საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული კახა კალაძემ.