მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 51 ბილეთი დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ  31 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ეკო-მართვის შესახებ საგამოცდო ტესტები ემატება. ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული. ჯამში, მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 51 ბილეთი დაემატა.

როგორც შს მინისტრის ბრძანებაში წერია, ცვლილება “თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

ახალი ბილეთები უკვე 30 სექტემბრიდან დაემატება.

იხ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4315478