თემა ცხელია, პრობლემა კი სწორად დასანახი!

ამირან სალუქვაძე

სამხედრო ანალიტიკოსი

-ერთ ცხელ თემას გამოვეხმაურები.
პრობლემა ის კი არ არის, რომ რუსეთიდან ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, არამედ ის თუ ვისთან ჩამოვიდნენ, ვინ ჩამოვიდა და რა მიზნით.

მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ ოფიციალურად უნდა ტარდებიდეს, გამჭვირვალედ.
თორემ იწყება უაზრო განცხადებები: “პოლიტიკას არ ვეხებით”, “პროპაგანდასთან ბრძოლის გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს” და ა.შ.

თუ ჩამოდის ისეთი ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართვლოს ტერიტორიაა, რომ რუსეთის წყალობით ერთი მაგდენი მანამდე დავკარგეთ, რაზე ელაპარაკებით?

თუ ჩამოგყავთ, მაშინ ჩამოიყვანეთ ერთი ვაგონი და ისტორიის ცოდნაში გაუზიარეთ გამოცდილება.
ჩვენს წინაანღმდეგ პროპაგანდას შეეშვან და ბრძოლა არ დაგვჭირდება.
რას ნიშნავს პოლიტიკას არ ვეხებითო?

პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკოთ ზუსტად, ჩაიყვანოთ საოკუპაციო საზღვარზე, ახალ ბერლინის კედელზე, ოღონდ მავთულხლართებით, როგორ გაასწორეს მიწასთან ქართული სოფლები, შეცვალეს წარწერები, გაყვეს სასაფლაოები, ეკლესიები, ერთმორწმუნეებმა.

როგორ ღებავენ ქართულ ფრესკებს აფხაზეთში ქართულ ძველთაძველ ეკლესიებში.
თუ ამაზე არ ელაპარაკებით, რაზე ესაუბრებით?

პროპაგანდის საწინააღმდეგო ლექციებს მე ჩაგიტარებთ, უფასოდ.

ამიტომ, ვინც ეს ღონისძიება მოაწყვეთ, გაასაჯაროვეთ ყველაფერი.

ისიც ახსენით რა პრინციპით შეარჩიეთ მოწვეული სტუმრები.

საკვირველი ხალხი ვართ, უვიზო რეჟიმი გავუუქმეთ და გვიკვირს რომ ჩამოდიან.

ის მაინც გახსოვთ რა თარიღი იყო ყველა ქართველისთვის, როცა საზღვარზე დავხვდით?

ჰოდა ასეა. სანამ დეოკუპაციის სტრატეგიას არ დავდებთ, სანამ 2010 წლის დოკუმენტს არ განვაახლებთ, სანამ ამ ყველაფერზე პოლიტიკური სპექტრი არ შეთანხმდება (მერამდენედ ვწერ?), ასე ვიტრიალებთ, ვიწრიალებთ, ვიხმაურებთ და შამბას შემოგდებულ მესიჯებზე ვიჟრიამულებთ.