2 წელი გავიდა, რეალობა კი უფრო მწარე გახდა-მოხუცის ამბავმა ყველა შეძრა (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც სააგენტოზე მასალა – მწარე რეალობა – მოხუცი შემოსავლის წყაროდ აქციეს!

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b/

გავაშუქეთ, 2 წელი გავიდა, თუმცა ამ წლების მანძილზე რეალობა უფრო მწარე გახდა, მოხუცს შველა არ დაადგა და მეტიც…ამ 2 წლის განმავლობაში არც ადამიანის უფლებათა დამცველებს გამოუჩენიათ ყურადღება და სამწუხაროდ არც იმ სტრუქტურებს, რომელთაც მოხუცის დაცვა ევალებათ.

დღეს კიდევ ერთხელ შეძრა საზოგადოება მოხუცის ყოფამ.

გიორგი აბესაძე წერს:

-ეს კაცი არის 91 წლის დემურ კვაჭიძე, რომელიც ყოველ დილით შვილიშვილს მოყავს სამათხოვროდ სვამს და ღამე მიყავს subaru ს მარკის ავტომობილით თან საბარგულით დაატარებს და არა სკამზე სვამს. როგორც თვითმხილველები ამბობენ ძალიან ცუდად ეპყრობიან პოლიციას იძახებენ და რეაგირება არ აქვთ ამას ვიდეოშიც შეხედავთ. (დააკვირდით ბოლოს მანქანაში როგორ აგდებს შვილიშვილი) ეს კაცი აქ ზის წვიმაში, თოვაში, სიცივეში, სიცხეში არააქ მნიშვნელობა სულ, ხანდახან ღამეც ტოვებენ ხოლმე თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. გვსურს დავეხმაროთ ამ ბაბუს და გადავიყვანოთ თავშესაფარში, აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია რომ ლოკაციაზე სადაც დემური ბაბუ ზის და მოწყალებას ითხოვს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იქვე არიან მაგრამ ასევე მათგანაც რეაგირება 0!!!

ასე რომ, თქვენი იმედი გვაქვს  რო ერთად ყველაფერს შევძლებთ, გააზიარეთ ვიდეო რო მივიდეს ხმა მთავრობამდე და ამ მოხუცს დავეხმაროთ , ასევე თუ ვინმე გაუვლით და დახმარების სურვილი გექნებათ ვფიქრობ საკვებით დახმარება უმჯობესი იქნება ვიდრე ფულით (რადგან ფულს მაინც მისი შვილიშვილი ართმევს) მადლობა ყველას და იმედია გამოგვივა ინფორმაციას დროთა განმავლობაში რაც გვექნება მოგაწვდით.

და აქვე ვიდეოსაც აქვეყნებს.

https://www.facebook.com/gioabesadzeofficial/videos/727698860907784/?hc_ref=ARRnJgiUjffZY4K76eg_YHg_ibQiKWYLBngpakM7ZmZVb9LSW3Gw-K5_DcIZZuZnqy0&fref=nf&__xts__[0]=68.ARBBzRLDBp17bbPjoYkU9J2cQR3M5qeH6_ZAgCIGnxUpp1_blCMbFnqYbdkHFII2OVU-jtZ5dkAiu2WCmLhJukTjSl2fIEWq3ryYeqrve0Nwu2jQ-xV-FqzntFRPk1LUckYafO5F49ic4b3KNSjzLC8Fu-pTdxLSeYanzs8qbAzkvWUAzw_2&__tn__=C-R

ჩვენ კიდევ ერთხელ მვმართავთ შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ მოხუცის ბედით და იქნებ მოხერხდეს მისი თავშესაფარში გადაყვანაც.

GmTV აუცილებლად მოიკვლევს ამ საქმეს და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდება.