დედა თამარი შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობას იწყებს

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება. მეოთხე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობენ.

აქციას დღეს სასულიერო პირი შეუერთდა. ჯვრის მონასტერში მოღვაწე დედა თამარი შვილმოკლულ მამებთან ერთად შიმშილობას იწყებს. მან ეკლესიაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

„თუკი თქვენი შიმშილობა შეიძლება, თუკი თქვენი სიკვდილი შეიძლება, რატომ არ შეიძლება, ჩემი სიკვდილი? ამიტომ გიცხადებთ თანადგომას, თანაგრძნობას და დიახ, მეც თქვენთან ერთად, სასულიერო პირი ვაცხადებ რომ არ მომხდარა უპრეცედენტო შემთხვევას, თქვენთან ერთად ვაპირებ მეც შიმშილობას და თქვენთან ერთად სიკვდილს. ძალიან დიდი უკანონობაა ეკლესიებშიც, არ იფიქროთ, რომ იქ სასიამოვნო ამბებია. 5 თეა, ლიფტი გაფუჭებული მაქვს, ჩემი გადაადგილება არ შეიძლება ლიფტის გარეშე და გამოკეტილ კარებში მე მათი პატიმარი ვარ. არ დაგწყდეთ ხალხო გული, არც იქ არ არის კარგი სიტუაცია. მოკვდიო, შემომითვალა ერთ-ერთმა მეუფემ,“- განაცხადა დედა თამარმა.