მათიკაშვილის კანდიდატურას კომიტეტის 14-წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

მათიკაშვილის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 14-წევრიდან  11-მა წევრმა დაუჭირა. ის მოვალეობის შემსრულებელი საგაზაფხულო სესიამდე იქნება, ვიდრე იურიდიული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს სესიაზე არ აირჩევენ