საქალაქო სასამართლომ კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო, გირაოც გააუქმა

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო.  საქმე  ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხებოდა.  მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება – გირაოც გააუქმა.

როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.